არაკრიტიკული შეუსაბამობები ქობულეთის საბავშვო ბაღებში. სურსათის უვნებლობის რეკომენდაციის გაუთვალისწინებლობისთვის 6 ბაღი 400-400 ლარით დაჯარიმდა. საქმე ეხება რამდენიმე ტექნიკურ საკითხს, მათ შორის მზა საკვების ტემპერატურის სპეციალური აპარატით კონტროლს. გარდა ამისა გასული წლის დეკემბერში სოფლების თითქმის ყველა ბაღში წყლის ლაბორატორიული კვლევა ჩატარდა.
კვლევის თანახმად, წყალი მიკრობიოლოგიურად დაბინძურებულია. ზოგადად სოფლებში რომ სასმელი წყალი ვერ აკმაყოფილებს სტანდარტს ამის შესახებ მერია დიდი ხანია ინფორმირებულია. სწორედ ადგილობრივ მთავრობას სთხოვს ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი შენობებთან წყლის ფილტრების დროულ დამონტაჟებას.