ზონალური საბჭოს შემადგენლობა, რომელიც ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მიმდებარედ, ახალი სამშენებლო პროექტების განსახორციელებაზე გასცემს რეკომენდაციას, იცვლება.
ინფორმაციას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ადასტურებს. ზურაბ პატარაძის განცხადებით სპეციალისტებთან მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.
პატარაძე მიჩნევს, რომ მერიის თანამშრომლებისა და ჩინოვნიკების ნაცვლად, საბჭოს წევრები ადგილობრივი და მოწვეული გამოცდილი სპეციალისტები უნდა იყვნენ.
საბჭოს ცვლილების საკითხი რამდენჯერმე დადგა დღის წერიგში, არასამთავრობო ორგანზიაციები და საზოგადოება "ბათომი" საბჭოს შემადგენლობის ცვლილებას ითხოვდნენ. პოზიცია მესამე სექტორმა, რამდენჯერმე, წერილობით დააფიქსირეს.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, ახალი საბჭოს წევრების შესახებ ინფორმაცია ცნობილი უახლოეს მომავალში გახდება.