ხმაური სასამართლო პროცესზე

30 ივნისი 2016, 00:00 5049 ნახვა

სასამართლო პროცესი გიორგი პაპიძისა და კარლო სურგულაძის საქმეზე.  კარლო სურგულაძე 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ  გათავისუფლდა. გადაწყვეტილების გამოცხადებისას  სურგულაძემ  გონება   დაკარგა და ეპილეფსიური შეტევით რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომენტარი არ გააკეთეს, მხოლოდ ის გვითხრეს, რომ სურგულაძე  გონს მოვიდა.  რაც შეეხება გიორგი პაპიძეს ის კვლავ წინასწარ პატიმრობაში დატოვეს და ქუთაისის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. პროცესზე იმყოფებოდა უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის ხელმძღვანელი. მედეა ვასაძე ირწმუნება, რომ ბრალდებულებს შემოწმების შედეგად  ნარკო და ფსიქოტროპულ საშუალებებების მოხმარება არ დაუდგინდათ.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი