‘’ერთიანი ნაციონალური მოძრაობა’’ ‘’ქართულ ოცნებას’’ კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს.
ხელვაჩაურის საკრებულოს წევრის თქმით, არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, ახალშენის ცენტრში საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო. ტერიტორია გეოლოგებს შესწავლილი არ ჰქონდათ. მიშა ბოლქვაძის თქმით, მშენებლობა, ტერიტორიაზე მეწყრული პროცესების განვითარების გამო, სამი თვეა შეჩერებულია.
‘’პროექტით, სამშენებლო სამუშაოების 60% უკვე შერულებული უნდა იყოს’,’ - ამბობს ‘’ნაციონალური მოძრაობის წევრი’’.
საკითხთან დაკავშირებით განმარტებებს ხელვაჩაურის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე გააკეთებს.