გირგვლიანის საქმის პრეცედენტზე ქართული ოცნება საკანონდებლო პაკეტს შექმნის. “ჩვენ ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის შეზღუდვის მაღალ სტანდარტს ვაწესებთ, რათა ვეღარასდროს ვერავინ გაბედოს მართლმსაჯულების აღსრულებისათვის ხელის შეშლა, - ამის შესახებ ფრაქციიის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.