ლიტვის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი

29 იანვარი 2018, 00:00 2329 ნახვა

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ლიტვის პრემიერ-მინისტრი იმყოფება. საულიუს სკვერნელისი უკვე შეხვდა გიორგი კვირიკაშვილს პირისპირ და გაფართოებული ფორმატით.

ცოტა ხნის წინ მხარეებმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ლიტვის პრემიერის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარესთან.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში