აჭარის კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების განხილვა ბათუმში 13 საათზე გაგრძელდება. პროცესში ამჯერად რეგიონში მოღვაწე ადვოკატები ჩაერთვებიან. თუ აჭარის კონსტიტუციურ კანონში ცვლილებები დამტკიცდება, ადგილობრივი მთავრობა განსაზღვრავს, რომელი სამინისტრო იმუშავებს რეგიონში. ასევე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე წარადგენს მინისტრებს. იცვლება ვეტოს დაძლევის წესიც.