გერმანიაში მაღაზიის ქურდობაში ეჭვმიტანილი ქართველი და აზერბაიჯანელი დააკავეს. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს. მანჰაიმის პროკურატურისა და პოლიციის ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ 43 წლის ქალმა და 46 წლის კაცმა სულ მცირე, ხუთჯერ გაძარცვეს ტანსაცმლის ძვირად ღირებული ბრენდებისა და პარფიუმერიის მაღაზია. წყვილი დანაშაულის ადგილზე აიყვანეს. დანაშაული სათვალთვალო კამერებით დააფიქსირეს. ქალაქ მაინცში მდებარე დაკავებულების ბინის ჩხრეკის დროს პოლიციამ მოპარული ნივთები ამოიღო. სასამართლომ ორივე დაკავებულის დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო. ისინი სხვადასხვა საპატიმროში გადაიყვანეს.