მაჟორიტარული სისტემის მხარდამჭერები კონსტიტუციის განხილვაზე

25 იანვარი 2018, 00:00 2266 ნახვა

შეიცვლება თუ არა უმაღლესი საბჭოს არჩევის წესი მომავალი არჩევნებისთვის, ან ისე როგორც პარლამენტი გეგმავს, ანუ 2024 წლისთვის? მოქალაქეების მოთხოვნა სწორედ მაჟორიტარულ სისტემას ეხება.

ოპოზიცია კი ფიქრობს, რომ ეს მმართველი გუნდის სურვილის გამოძახილია. რას დაამტკიცებს უმაღლესი საბჭო აჭარის კონსტიტუციაში, რამდენიმე კვირაში გაირკვევა. ცნობილია რა დაამტკიცა პარლამენტმა აჭარის სტატუსის შესახებ კონსტიტუციურ კანონში - იქ მითითებული მხოლოდ ისაა, რომ საბჭოს 21 წევრი ჰყავს – რა სისტემით შეარჩევს ხალხი უმაღლესი საბჭოს წევრებს, ეს ამ მოწვევის დეპუტატების გადასაწყვეტია.

ახალ პროექტში, რომელსაც ახლა განიხილავენ, საარჩევნო მოდელი ძველია - 15 პროპორციული და 6 მაჟორიტარული. თუ საკითხი ამ ფორმულირებით დამტკიცდება გამოვა, რომ მაშინ როცა პარლამენტი უარს იტყვის მაჟორიტარულ სისტემაზე, როგორც ამას ვენეციის კომისია მიუთითებს, უმაღლესი საბჭო კვლავ არსებული, ევროპის საბჭოს დამოუკიდებელი საკონსულტაციო ორგანოს მიერ დაწუნებული საარჩევნო სისტემით გააგრძელებს დეპუტატების არჩევას. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში