ასოცირების შეთანხმება-განათლების მობილობის  შესაძლებლობა

24 იანვარი 2018, 00:00 2752 ნახვა

“მხარეები ითანამშრომლებენ, რათა მთელი ცხოვრების განმავლობაში ხელი შეუწყონ სწავლას, წაახალისონ განათლებისა და ტრეინინგის სფეროში თანამშრომლობა და გამჭვირვალობა ყველა დონეზე, უმაღლეს განათლებაზე განსაკუთრებული აქცენტით” – ეს არის ამონარიდი ასოცირების შესახებ შეთანხმების მე-6 კარის მე-16 თავიდან, ანუ იმ ნაწილიდან რომელიც განათლებას ეხება. აღებული ვალდებულებების მიხედვით განათლების სისტემა უნდა დაუახლოვდეს ევროკავშირის სტანდარტებს.

ერთ-ერთი მთავარი კი უმაღლესი სასწავლებლების დიპლომების იმ დონემდე მიყვანაა, რომ იგი უცხოურმა ყველა უნივერსიტეტმა აღიაროს. ყველასთვის ცნობილია, რომ ხშირად ევროპული თუ ამერიკული უნივერსიტეტები ქართულ დიპლომებს არ ცნობენ. ასევე, სახელმწიფომ აუცილებლად უნდა შეუწყოს ხელი მობილობას, არამარტო სტუდენტებში, არამედ ახალგაზრდა დასაქმებულებშიც. რა შეასრულა და რა აქვს შესასრულებელი საქართველოს ხელისუფლებას? რას შეუწყო ხელი ვიზალიბერალიზაციამ და რა სიახლეებს გეგმავს ამ მხრივ აჭარის განათლების სამინისტრო? 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი