სპორტი მთავარში

23 იანვარი 2018, 00:00 2409 ნახვა

ავსტრალიის ღი პირველობაზე დღეს ვაჟთა შორის ორი მეოთხედფინალური შეხვედრა გაიმართა და ორივე მატჩში ჩოგბურთელებმა მცირე სენსაციები შემოგვთავაზეს. მესამე ნომრად განთელისილი ბულგარელი გრიგორ დიმიტროვი, ბრიტანელ კაილ ედმუნდთან 4- სეტში 6:4 3:6 6:3 6:4 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა, რაფაელ ნადალისა და მარინ ჩილიჩის დაძაბული მატჩი კი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა მეხუთე სეტში მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგანი ტრავმამ შეაწუხა და შეხვედრის გაგრძელება ვეღარ შეძლო. შესაბამისად ნახევარფინალში ჩილიჩი ედმუნდს დაუპირისპირდება. მეორე ნახევარფინალში გასული ჩოგბურთელების ვინაობას ფედერერი ბერდიხის და სანდგრენი  ჩუნგის დაპირისპირებებში გაირკვევა. ქალთა შორის პირველი ნახევარფინალური წყვილი კაროლინ ვოზნიაცკიმ და  ელიზ მერტენსმა დააკომპლექტეს. კიდევ ორ ნახვერაფინალიტს კარბერი - კეის და  ჰალეპი-პლისკოვას შეხვედრები გამოავლენს. 

დღეს ნაციონალურ-საკალათბურთო ასოციაციის მორიგი ტური გაიმართა,სეზონის ერთ-ერთი ლიდერი ჰიუსტონ როკეტსი, მაიამი ჰიტს დაუპირსპირდა და 99:90 გაიმარჯვა, მატჩის საუკეთესო მოთამაშე, მიმდინარე სეზონის საუკეთესო მექულე ჯეიმს ჰარდენი გახდა, რომელმაც 28 ქულა ჩააგდო. დაძაბული გამოდგა, ლოს-ანჯელეს კლიპერსისა და მინესოტა ტიმბერვულვსის შეხვედა,მგლებმა 126-118 სძლიეს მეტოქეს. ყველაზე უხვქულიანი კი ნიუ ორლეან პელიკანსის და ჩიკაგო ბულსის დაპირისპირება იყო. ლუიზიანელებმა ოვერტაიმში მაინც დაჯაბნეს ხარები და 132-128 იმარჯვეს. მატჩში საუკეთესოები იყვნენ პელიკანსის ვარსკვლავური დუეტი დამარკუს კაზინსმა სამმაგი დუბლი შეასრულა, მოაგროვა რა : 44 ქულა 10 შედეგიანი გადაცემა და 24-ჯერ მოხსნა ფარიდან ასხლეტილი ბურთი. ენტონი დევისის მონაგარი კი 34 ქულა და 9 მოხსნაა

2018 წლის ზამთრის ოლიმპიადის მოახლოებასთან ერთად ორგანიზატორებმა უსაფრთხოების ნორმების შემოწმება დაიწყეს.  სამხედრო, პოლიცია და სახანძრო სამსახური თვრამეტი ობიექტის უსაფრთხოებაზე ოლიმპიადის დასრულებამდე იზრუნებს. შესაბამისი სამსახურების თვალთახედვის არეალში იქნება სპორტული არენები, ოლიმპიური სოფელი და პრესცენტრი. სამხრეთ კორეის პოლიციამ ოლიმპიადისთვის მზადების ფარგლებში მძევალთა გათავისუფლების, დრონებზე მიმაგრებული ბომბების გასაუვნებელსაყოფი და სხვა შესაძლო სიტუაციებისთვის არაერთი წვრთნა გაიარა. ზამფთრის ოლიმპიადა სტარტს 9 თებერვალს აიღებს და 25 თებერვლამდე გასტანს.

''მანჩესტერ იუნაიტედსა“ და ლონდონის „არსენალს“ შორის  გარიგება შედგა.  ალექსის სანჩესი „წითელი ეშმაკების“ რიგებს შეუერთდება, ხოლო  ჰენრიხ მხითარიანიმეთოფეების“ მაისურს მოირგებს. მოლაპარაკებები დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა,  გუშინ კი გუნდებმა ფეხბურთელები ოფიციალურად გაცვალეს. კონტრაქტის თანახმად ჩილელი მანჩესტერში ოთხი წლის განმავლობაში ყოველკვირეულად დაახლოებით 450 000 ფუნტს მიიღებს.

როდის დაიწყება ძალოსნობის დარბაზის რეაბილიტაცია ჩაქვში? ამ შეკითხვას ადგილობროვ ძალოსნები სვამენ და ამბობენ რომ უამრავი დაპირების მიუხედავად ვარჯიში გაუსაძლის პირობებში უწევთ. დარბაზის რეაბილიტაცია იანვრის პირველ რიცხვებში უნდა დაწყებულიყო, აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტში აცხადებენ, რომ პრობლემა რეგიონის ფინანსური სახსრებით მოგვარდება. დეპარტამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით,  სავარაუდოდ მარტში ბიუჯეტის კორექტირების დროს მილიონ ნახევარი ლარი გამოიყოფა და ძალოსნობის დარბაზის რეაბილიტაცია  დაიწყება.

ამავე კატეგორიაში