გროზნოს მერის საიდუმლო ვიზიტი  ბათუმში - შეფასებები

23 იანვარი 2018, 00:00 4748 ნახვა

გროზნოს მერის საქართველოში ჩამოსვლას შს მინისტრი გამოეხმაურა.  გიორგი გახარიას თქმით, სავარაუდოთ ხურჩიევი საქართველოში ტურისტის სტატუსით იმყოფებოდა. როგორც მინისტრი ამბობს, იგი ქვეყანაში შემოსვლის რაიმე ამკრძალავ სიაში შეყვანილი არ ყოფილა. კომენტარი ხურჩიევის საკითხთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრმაც გააკეთა.

გროზნოს მერმა ქვეყანა სავარაუდოდ უკვე დატოვა. მუსლიმ ხუჩიევი ბათუმში დაახლოებით 2 დღის განმავლობაში იმყოფებოდა, თუმცა მისი ვიზიტის მიზანი და აუდიენციის ადრესატები უცნობია. ასევე უცნობია უკავშირდება თუ არა კადიროვის უახლოესი მეგობრის ვიზიტი საქართველოში, თბილისში ჩატარებულ ანტიტერორისტულ ოპერაციას და პანკისში არსებულ ვითარებას. გროზნოს მერი ბათუმში სასტუმრო ჰილტონში დააფიქსირეს, თუმცა მენეჯმენტმა მისი სტუმრობის შესახებ დეტალებზე არ ისაუბრა.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით არ აქვთ და რეგიონის მთავრობას ოფიციალური შეხვედრები ამ საკითხზე არავისთან ჰქონია. კადიროვის მთავრობის წევრის ბათუმში ჩამოსვლას წინ კადიროვის განცხადება უძღვოდა, რომელმაც საქართველოში ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შესახებ ისაუბრა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში