ახმედ ჩატაევის დახმარების ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავეს

22 იანვარი 2018, 00:00 2355 ნახვა

ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წევრების დახმარებისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თბილისში კიდევ ერთი პირი დააკავა.

სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დაკავებულია საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ბრალად ედება ტერორიზმის დაფინანსება, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერა ან რესურსებით უზრუნველყოფა.  

სუს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, იგი თურქეთში ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წევრების დასახმარებლად ჩავიდა და ზურაბ გორნაკაშვილთან და ზურაბ იდოიძესთან ერთად, ახმედ ჩატაევს და  მისი დაჯგუფების წევრებს დახმარება გაუწია თურქეთ-საქართველოს საზღვართან, კირნათი-მარადიდის  მწვანე ზოლის მონაკვეთამდე გადაადგილებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე პრიმა მუხლის  მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის ზომად 17-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი