სისხლის დონაციის აქცია სტუდენტების ორგანიზებით. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პირველკურსელების ინიციატივით სტუდენტები სისხლის ბანკს ეხმარებიან. პროექტი ''მოქალაქეობა და დემოკრატიის'' სასწავლო კურსის ფარგლებში ხორციელდება.
გაიმართა საინფორმაციო აქციებიც. სტუდენტებმა დონაციის მნიშვნელობის შესახებ მომზადებული ფლაერები დაარიგეს და მოსახლეობას გააქტიურებისკენ მოუწოდეს. პროექტის მიზანი სისხლის დონაციის აქციაში ახალგაზრდების ჩართულობა და სამოქალაქო აქტივიზმის პოპულარიზაციაა.