მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის კომპონენტის ფარგლებში, 2017 წელს დაფინანსებული ბენეფიციარებისთვის, ბიზნესადმინისტრირების მიმართულებით ტრენინგები დაიწყო. იგი 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება და 375 ბენეფიციარს გადაამზადებენ.
პროექტი საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში“ და აჭარის სავაჭრო- სამრეწველო პალატის ორგანიზებით ხორციელდება.