ხელვაჩაურში უკანონოდ მოქმედი სამორინე აღმოაჩინეს

18 იანვარი 2018, 00:00 4619 ნახვა

ხელვაჩაურის ტერიტორიაზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ნებართვის გარეშე მოქმედი სამორინე გამოავლინა. ოპერატიული სამძებრო მოქმედებების შედეგად, გამოვლინდა, რომ ერთ-ერთ სოფელში, აზარტული და მომგებიანი თამაშები სისტემურ - ელექტრონული ფორმით ტარდებოდა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ერთ - ერთ სოფელში, პირთა ჯგუფი, დიდი ოდენობით შემოსავალის/მოგების მიღების მიზნით, შესაბამისი ნებართვის გარეშე, ორგანიზებას უწევდა აზარტული და მომგებიანი თამაშების - სათამაშო ბორბლის (ე.წ. ,,რულეტკა“) ტოტალიზატორის და ბინგოს სისტემურ - ელექტრონული ფორმით ჩატარებას" - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

სამართალდამცველების მტკიცებით, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებულმა ზიანმა 390 000 ლარი შეადგინა. 
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც  ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 - დან 5 წლამდე.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი