''მარიკულტურა - გზა ახალი შესაძლებლობისკენ''

17 იანვარი 2018, 00:00 3236 ნახვა

საზღვაო ფერმერობის, როგორც ბიზნეს სექტორის განვითარების შესაძლებლობებზე აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში მსჯელობენ. სპეციალისტები მარიკულტურის სფეროში არსებულ მთავარ გამოწვევად კანონმდებლობის დახვეწას და ინვესტიციის მოზიდვას ასახელებენ.

ექსპერტების შეფასებით, დარგის განვითარების პერსპექტივა დიდია. საკონსულტაციო შეხვედრის მონაწილეებს, პროგრამა ''აწარმოე საქართველოს'' ბენეფიციარებს საზღვაო აკვატორიაში ფერმების მოწყობისა და ექსპლუატაციის ტექნიკური საკითხებიც გააცნეს. შეხვედრა მცირე და საშუალო ბიზნესმენთა ასოციაციის, მესამე სექტორისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით იმართება. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი