სპორტული ცეკვების საერთაშორისო კონკურსი “ბათუმი ოუფენ 2016” გაიხსნა. ტურნირში 21 ქვეყნის 900-მდე მოცეკვავე მონაწილეობს. 20 ასაკობრივ კატეგორიაში გამარჯვებულები ხვალ გამოვლინდებიან. შეჯიბრების ორგანიზატორები საქართველოს და სპორტული ცეკვების ფედერაციებია.