სარაგბო კლუბი “ბათუმი” რუმინეთის “ტიმიშოარა-სარასენსთან” 5 ქულიანი სხვაობით ანგარიშით 6-11 დამარცხდა. კონტინენტის ფარის პლეიოფის პირველი მატჩი ბათუმის “რაგბი არენაზე: გაიმართა.
ბათუმელი მორაგბეებიდან ორი ჯაიმა ბახვა კობახიძემ გაიტანა და გუნდს 6 ქულა მოუტანა, ხოლო სტუმრებიდან ლელოთი ანდრეი რედოი გამოირჩეოდა, ჯოდი როუზმა კი გარდასახა. ერთი ჯარიმა კი გაბრიელ კონაკემ გაიატანა. განმეორებითი შეხვედრა რუმინეთში 20 იანვარს გაიმართება