ფინანსთა სამინისტროს რეფორმა

12 იანვარი 2018, 00:00 3186 ნახვა

ფინანსთა სამინისტრო ახალ რეფორმას იწყებს. ზედმეტად გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის გამარტივებულად დაბრუნება 15 იანვრიდან  დაიწყება.

დღგ-ს გადამხდელი ის კომპანიები, რომლებიც აკმაყოფილებენ ყველა ძირითად კრიტერიუმს, ფინანსთა სამინისტრო სთავაზობს 5 დღიან ვადაში დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნებას. ხოლო ის კომპანიები, რომლებსაც დრო სჭირდებათ დააკმაყოფილონ კრიტერიუმები, სამინისტრო სთავაზობს 14 დღიან ვადაში დაუბრუნოს ზედმეტობა.

მინისტრის თქმით, დამატებული ღირებულების გადასახადის ზედმეტობის  დაბრუნების ავტომატური სისტემის სრულფასოვანი ამოქმედების შემდეგ, ბიზნესს ბიუროკრატიასთან შეხება არ ექნება.

ამავე კატეგორიაში