სოლიდარობა პანკისს! პანკისი არ არის შორს

11 იანვარი 2018, 00:00 2596 ნახვა

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, თეთრი ხმაურის მოძრაობა აუდიტორია #115, დღეს 19:00 საათზე, თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან  პანკისის სოლიდარობის აქციას აანონსებენ.

"26 დეკემბერს პანკისის ხეობაში მიმდინარე სპეცოპერაციის დროს სპეციალური რაზმის წევრებმა საკუთარ საძინებელში სასიკვდილოდ დაჭრეს 19  წლის თემირლან მაჩალიკაშვილი. ამ საქმეში ჩნდება დასაბუთებული ეჭვები ლეტალური ძალის გამოყენების აუცილებლობასთან და თანაზომიერებასთან დაკავშირებით. საქმეში იკვეთება სახელმწიფოს, როგორც სამართლებრივი,ისე პოლიტიკური პასუხისმგებლობა.

შემთხვევის ადგილზე გადაღებული ვიზუალური მასალა, ასევე ოჯახის წევრების ახსნა-განმარტებები აჩენს ეჭვებს, რომ სპეცრაზმელმა, თემირლან მაჩალიკაშვილს მის ბნელ ოთახში შეჭრისთანავე მყისიერად გაფრთხილების გარეშე, ლოგინშივე ესროლა. პრობლემურია დაჭრილისთვის დაგვიანებული სამედიცინო დახმარების გაწევის საკითხიც. მაშინ, როდესაც თემირლან მაჩალიკაშვილს ჯერ ბრალდებულის სტატუსიც კი არ აქვს მინიჭებული, ვიდეომასალის გავრცელებით სახელმწიფო საჯაროდ ცდილობს მისი ბრალეულობის მტკიცებას და დისკრედიტაციას. ამ გზით სახელმწიფო ახდენს საკუთარი ბრალეულობის გადაფარვას და მსხვერპლის ტერორისტად გამოცხადებით მის დეჰუმანიზებას" - წერია გავრცელებულ განცხადებაში.

აქციის ორგანიზატორები ხელისუფლებისგან მოითხოვენ: 

1. სახელმწიფომ უზრუნველყოს სიმართლის დადგენა და ეფექტიანი გამოძიება თემირლან​ მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე!

3. სახელმწიფომ შეწყვიტოს პანკისის ხეობის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება!

4. ხელისუფლებამ უზრუნველყოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უკონტროლო ძალაუფლების შეზღუდვა, გაამკაცროს ამ უწყებაზე საპარლამენტო და საჯარო კონტროლი

7. სახელმწიფომ შეასრულოს ყველა მოქალაქისთვის ღირსეული ცხოვრების და სამართლიანი

პოლიტიკური გარემოს შექმნის ვალდებულება!

აქციის ორგანიზატორები თვლიან, რომ წლების განმავლობაში პანკისის ხეობა სახელმწიფოსთვის საგანგებო მდგომარეობის სივრცედ გადაიქცა და პანკისელ თანამოქალაქეებს მუდმივი საფრთხის, ზეწოლის და უპერსპექტივობის პირობებში უწევთ ცხოვრება.

"პანკისის ხეობაში მცხოვრები ადამიანების პოლიტიკური და  სოციალური გარიყულობის დაძლევისთვის აუცილებელი სისტემური სოციალური ცვლილებების ნაცვლად, სახელმწიფო არსებითად მხოლოდ რეპრესიულ და სადამსჯელო ინსტრუმენტებს იყენებს. პანკისის საგანგებო სივრცედ წარმოჩინება, სახელმწიფოს „ლეგიტიმური“ ძალადობისა და კონტროლის დამყარებისა და ამით საკუთარი ძალაუფლების განმტკიცების შესაძლებლობას აძლევს. პანკისის ხეობაში მხოლოდ სპეცოპერაციისა და კონტროლის სტრატეგიით მოქმედი სახელმწიფო, ადგილობრივი მოსახლეობის გარიყულობას აძლიერებს და ართულებს სოციალური სამართლიანობისა და სტაბილურობის მიღწევას. მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და მოქალაქეებს შეუქმნას ღირსეული ცხოვრების პოლიტიკური და სოციალური პირობები და შესაძლებლობები. მხოლოდ რეპრესიებზე დაფუძნებული უსაფრთხოების პოლიტიკა კონტრპროდუქტიულია და ის კიდევ უფრო აღრმავებს უნდობლობასა და გაუცხოებას.

 

ამავე კატეგორიაში