შმაგი ბოლქვაძე საქართველოს ჩემპიონი გახდა

11 იანვარი 2018, 00:00 5534 ნახვა

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, 67 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონი შმაგი ბოლქვაძე გახდა.

სპორტსმენმა ფინალამდე სამი მეტოქე ტრისტან ქინქლაძე, ჯონი ხეცურიანი და გიორგი დავითაია დაამარცხა. ფინალში კი თორნიკე ჯანგავაძეს შეხვდა და 4:2 მოუგო.

შმაგი ბოლქვაძე ევროპის ჩემპიონატისა (2016) და 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორია.

გასულ წელს კი პოლონეთში მიმდინარე 23-წლამდელ ბერძენ-რომაელთა ჩემპიონატზე, ევროპისა და ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი, შმაგი ბოლქვაძე მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა. ფინალში რუსეთის წარმომადგენელი ალენ მირზოიანი შედეგით 2-0 დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა. 

ამავე კატეგორიაში