სპორტი მთავარში

10 იანვარი 2018, 00:00 1957 ნახვა

• დღეს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატის ფინალური შეხვედრები გაიმართა.  ჩემპიონები 5 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. ოქროს მედლები ნუგზარ წურწუმიამ ლევან ქავჟარაძემ,  იური ლომაძემ,  ზურაბ დათუნაშვილმა და კოკა კვირცხალიამ მოიპოვეს. ვერცხლის მედლების მფლობელები კი ზურაბ მაჭარაშვილი, ლერი აბულაძე, რამაზ ზოიძე, ლაშა გობაძე და რევაზ ნადარეიშვილი გახდნენ. დღეს ასევე დაკოპლექტდა ფინალური წყვილები 5 დარჩენილ წონით კატეგორიაში. 60 კგში – დავით ჩხარტიშვილი რამაზ სურმანიძეს შეხვდება, 67 -ში  შმაგი ბოლქვაძე – თორნიკე ჯანგავაძეს დაეჭიდება, 77 ში თორნიკე ძამაშვილი მინდია წულუკიძეს დაუპირისპირდება, 87 კგში – ღობერტ კობლიშვილი – ვარლამ კვარაცხელიას წინააღმდეგ გამოვა, მძიმე წონის ფინალს კი იაკობ ქაჯაია და ბექა კანდელაკი იბრძოლებენ. აღნიშნული კატეგორიების ფინალური შეხვედრები ხვალ  17:00 საათიდან დაიწყება. 

• სარაგბო კლუბ "არმიის" მომავალი ამ დრომდე გაურკვეველია. გააგრძელებს თუ არა გუნდი დიდი 10 ის გათამაშებაში ასპარეზობას მორაგბეებისთვის და გუნდის ხელმძღვანელობისთვის უცნობია. როგორც არმიას მოთამაშეები აღნიშნავენ, თავდაცვის სამინისტროსგან დაფინანსების შეწყვეტის თაობაზე მათ წინასწარ ინფორმაცია არ მიუღიათ. ბედის ანაბარა დარჩენილი გუნდის გადარჩენის გეგმა, ჯერჯერობით არც რაგბის საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელობას აქვს. კლუბის ჩემპიონატიდან გამოთიშვის შემთხვევაში უპრეცენდენტო შემთხვევა მოხდება, დიდი 10 ის გათამაშებაში ისტორიაში პირველად, საქართველოს ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლას ცხრა გუნდი გააგრძელებს.

 

• ქართულ ფეხბურთს მალე კიდევ ერთი ახალი სტადიონი შეემატება, პორტალ ლელო.ჯის ინფორმაციით ქალაქ სამტრედიაში სტადიონის მშენებლობა მალე დაიწყება. მანამდე კი პროექტის დოკუმენტაციის მომზადებასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვაზე ჩატარდება ტენდერი.   საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა და მოწოდება ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 30 დღეში უნდა განხორციელდეს. გავრცელებული ინფორმაციით სამტრედიის ახალი სტადიონი 10 000 გულშემატკივარზე იქნება გათვლილი და უეფას სტანდარტებს დააკმაყოფილებს.

• დღეს ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მორიგი ტური გაიმართა, საინტერესოდ განვითარდა მოვლენები დასავლეთ კონფერენციის მეორე ადგილოსან ტორონტო რაპტორსის და პლეი-ოფისთვის მებრძოლი მაიამი ჰიტის მატჩში. დაძაბულ შეხვედრაში ფლორიდელებმა 90:89 იმარჯვეს. დასანანი მარცხი იწვნია შარშანდელი ემ-ვი-პის, რასელ ვესტბრუკის ოკლაჰომამ, მათ პორტლენდ ტრეილ ბლეზერსთან 106:117 წააგეს, ჯერ-ჯერობით ვარსკვლავებით დახუნძლულ სანდერს კვლავ უჭირს სტაბილურად თამაში. რაცშეეხება ზაზა ფაჩულიას გოლდენ სტეიტს, მოქმედი ჩემპიონები გვიან ღამით დაუპირისპირდებიან ლოს-ანჯელეს კლიპერსს. წინასწარი ინფორმაციით კევინ დურანტის გარდა გოლდენის ყველა მოთამაშე მწყობრშია და მზადაა თამაშისათვის.

 

 

 

 

ამავე კატეგორიაში