ღოღობერიძეს და ჩხვირკიას მასობრივი არეულობის ბრალდება სასამართლომ არ დაუდგინა

10 იანვარი 2018, 00:00 2914 ნახვა

მერაბ ღოღობერიძე და ირაკლი ჩხვირკია მოსამართლემ დამნაშავედ სცნო, მაგრამ არა მასობრივი არეულობის, არამედ ჯგუფური მოქმედების ორგანიზებაში, რამაც საზოგადოებრივი წესრიგი დაარღვია. მათ წინააღმდეგ წარდგენილი ბრალი 226-ე მუხლით გადაკვალიფიცირდა. ამ მუხლის თანახმად პირი ისჯება  ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, გამასწორებელი სამუშაოთი ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.  ორივე ბრალდებული საპატიმროს სავარაუდოდ  ცხრა თვეში დატოვებს.

მერაბ ღოღობერიძის ადვოკატი სამართლებრივ დავას ზემდგომ ინსტანციაში გააგრძელებს. რაც შეეხება ირაკლი ჩხვირკიას, ის მოსამართლე დავით მამისეიშვილის განაჩენს ვერ გაასაჩივრებს, რადგანაც იგი საკუთარ ინტერესებს ადვოკატის გარეშე იცავდა. სასამართლოს გადაწყვეტილებას ხმაურიანი შეფასებები მოჰყვა სხდომათა დარბაზში.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში