სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები შუახევში

29 ივნისი 2016, 00:00 4918 ნახვა

აჭარის მაღლამთიანეთში სტიქიის შედეგებს ითვლიან. გარესამოყაროს მოწყვეტილი სოფლები, დაზიანებული ინფრასტრუქტურა, დანგრეული ხიდები, და განადგურებული ნათესები-ასეთი სურათია შუახევში. ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად მოსახლეობა დაზარალდა უჩამბის, ჭვანის, ბარათაულის, და დღვანის ადმინისტრაციულ ერთეულებში. ყველა სოფელთან საავტომობილო მიმოსვლა აღდგა. სტიქიის შედეგებს დღეს დილიდან გაეცნო აჭარის მთავრობის თავმჯდომარე შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში.  

ლაშა ველიაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში