11-12 მარტის აქციების ორგანიზებაში ბრალდებულები, მერაბ ღოღობერიძე და ირაკლი ჩხვირკია განაჩენის მოლოდინში

08 იანვარი 2018, 00:00 2447 ნახვა

8 თვის განმავლობაში მიმდინარე სასამართლო სხდომები და საქმეზე დაკითხული ათობით მოწმე- დაუმტკიცდებათ თუ არა 11-12 მარტს ბათუმში განვითარებული მოვლენების ორგანიზება მერაბ ღოღობერიძესა და ირაკლი ჩხვირკიას ეს რამდენიმე საათში გაირკვევა. ორივე ბრალდებული თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. დაცვის მხარეც ელოდება გამამართლებელ განაჩენს.

გამოძიება ორივე ბრალდებულის  მიმართ „სისხლის სამართლის კოდექსის“ 225-ე   მუხლით მიმდინარეობს, რაც მასობრივი არეულობის ორგანიზებას გულისხმობს, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 6-დან 9 წლამდე.  

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში