ქედის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური ორი ახალი პროგრამის დამატებას გეგმავს. მერია განიხილავს პარკინსონით დაავადებული პაციენტებისთვის მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამას.
ასევე ღრმად მოხუცებული მარტოხელებისთვის შინმოვლის პროგრამით უზრუნველყოფას. ქედის მერიაში ჯანდაცვის 11 პროგრამა არსებობს. მიმდინარე წელს, ჯანდაცვის სფეროს ბიუჯეტი 494 ათას 800 ლარს შეადგენს, რაც წინა წელთან შედარებით 89 ათას 500 ლარით მეტია.