პროტესტი უკანონო ნაგავსაყრელის  გამო 

06 იანვარი 2018, 00:00 2468 ნახვა

სოფელ პირველ მაისში მცხოვრები ნოდარ თებიძე უკანონო ნაგავსაყრელს აპროტესტებს. მისი თქმით, ადგილობრივების დაუდევრობით საყოფაცხოვრებო ნარჩენები სანიაღვრე არხს მის საკარმიდამო ნაკვეთში მიაქვს.

თებიძე ტერიტორიის დასუფთავებას, ან არხში მილის მონტაჟს ითხოვს. ქედის მერიაში აცხადებენ, რომ ნაგავსაყრელი კერძო საკარმიდამო ნაკვეთშია და მისი დასუფთავება მუნიციპალიტეტის პასუხისმგებლობა არაა.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი