ქედის 2018 წლის ბიუჯეტის მიხედვით ჯანდაცვის პროგრამებს ცვლილებები შეეხო. ოჯახის წევრის გარდაცვალებაზე 250 ლარიანი დახმარება გასულ წელს 70 ათას ქულამდე ოჯახებს გადაეცემოდა, მიმდინარე წელს კი 350 ლარი 100 ათას ქულამდე სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადაეცემათ.
ქედის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსის ინფორმაციით, ცვლილებაა მრავალშვილიანი დედების ფინანსური დახმარების პროგრამაშიც.