საქართველომ უეფასგან ფეარ პლეის ყველაზე პროგრესირებადი ქვეყნის პრიზი მიიღო

05 იანვარი 2018, 00:00 2087 ნახვა

პირველად ისტორიაში - საქართველომ უეფასგან ფეარ პლეის ყველაზე პროგრესირებადი ქვეყნის პრიზი მიიღო. ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ფეარ პლეის შედეგების გათვალისწინებით, 55 წევრი ასოციაციიდან სამი საუკეთესო დაასახელა. ფეარ პლეის ლიდერ ქვეყნად ისლანდია რჩება,  ყველაზე მოწესრიგებული გულშემატკივრით გამორჩეული ევროპული ქვეყანა ფინეთი გახდა.

პროგრსირებადი კი საქართველო, რადგან 2016/2017 წლების საფეხბურთო სეზონში, ფეარ პლეის რეიტინგში, საქართველოს წინა სეზონთან შედარებით მთელი ევროპის მასშტაბით ყველაზე დიდი პროგრესი ჰქონდა. წესების თანახმად, აღნიშნულ შედეგში გათვალისწინებულია, უეფას ეგიდით გამართული როგორც საკლუბო, აგრეთვე ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მატჩები და მასში ფეარ პლეის წესების დაცვა.  სამივე ფედერაცია, უეფასგან ჯილდოს სახით სოლიდურ ფულად პრემიას მიიღებს.

ამავე კატეგორიაში