280 ათასი ლარი გაიცა პრემიის სახით აჭარის 4 სამინისტროს თანამშრომლებისთვის. ზოგ შემთხვევაში თანხა თანაბრად, სადღესასწაულო წახალისების ფორმითაა გაცემული, ზოგან კი გვეუბნებიან, რომ გამორჩევით, შრომის შესაბამისად წაახალისეს თანამშრომლები.
პრემიები არ აუღიათ მინისტრებს და მოადგილეებს, ასევე პრემიები არ გაცემულა უმაღლესი საბჭოს დეპუტატებზე. საკანონმდებლო ორგანოს აპარატის თანამშრომლებზე კი 50 ათას ლარამდე თანხა გადანაწილდა.
სამინისტროებს შორის ყველაზე მეტი თანხა, თანამშრომლების რაოდენობის შესაბამისად, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გაიცა. პრემიებთან დაკავშირებით ინფორმაცია სამინისტროების პრესსამსახურებში გადავამოწმეთ, დანამატების შესახებ კი ინფორმაცია გამოვითხოვეთ