ტერაქტის სერია სტამბოლში

29 ივნისი 2016, 00:00 2592 ნახვა

სტამბოლის გუბერნატორის ცნობით, სამმა კამიკაძე ტერორისტმა თავი აეროპორტის სამ სხვადასხვა ლოკაციაზე: საერთაშორისო და შიდაფრენების ტერმინალთან და პარკინგზე აიფეთქა. ერთ-ერთმა ბოროტმოქმედმა თვითმკვლელობამდე აკა-47-ის ტიპის კალაშნიკოვიდან მგზავრების მიმართულებით ცეცხლი გახსნა. აფეთქებების სერია ათათურქის აეროპორტში იმ დროს მოხდა, როდესაც ალბანეთის პრემიერ-მინისტრის თვითმფრინავი დაფრენას ახორციელებდა. დელეგაცია ტერაქტს გადაურჩა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ოფიციალურად არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი