ხულოში 2017 წლის საუკეთესო სპორტსმენები და მწვრთნელები, მაგიდის ჩოგბურთში, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობასა და ჭადრაკში მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა დააჯილდოვეს.
მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაწესებული ფულადი საჩუქრები სულ 18 სპორტსმენსა და 5 მწვრთნელს გადაეცათ. ღონისძიება ხულოს მერიის ორგანიზებით გაიმართა. რისთვისაც ბიუჯეტიდან 5 ათასამდე ლარი დაიხარჯა.