ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნა

30 დეკემბერი 2017, 00:00 3357 ნახვა

საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომას ითხოვს ნაციონალური მოძრაობის წევრი ქობულეთში. ბონდო თედორაძე აცხადებს, რომ დავით მჭედლიშვილისგან მოისმინა აღიარება იმის შესახებ, რომ წარსულში დანაშაულებრივი ქმედებების მონაწილე იყო.

თედორაძის განცხადებით მჭედლიშვილი რამდენიმე სასტუმროსა და ბიზნესს ფლობს რაც საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორობის პერიოდში კორუფციული გზებით დააგროვა. ოპოზიციონერი წევრი აუდიტის სამსახურს მიმართავს გამოიკვლიონ დავით მჭედლიშვილის კოლეჯ „ახალ ტალღაში „ მუშაობის პერიოდი. საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს რომ ბრალდებები არის ცილისწამება და  სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებს.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში