ეროვნული მუზეუმის ორი თანამშრომელი დააკავეს

29 დეკემბერი 2017, 00:00 2591 ნახვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე ეროვნული მუზეუმის თანამშრომლები დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები უცხო ქვეყნის მოქალაქეს ფერწერულ ნახატზე ყალბი დასკვნის გაცემას დაჰპირდნენ, თითქოსდა აღნიშნული ნახატი იყო რიხარდ ზომერის ორიგინალი ნამუშევარი, რის სანაცვლოდაც გამოართვეს 7 000 დოლარი. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი