ეთიკის ქარტია საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ მწერლების განცხადებას განიხილავს

28 დეკემბერი 2017, 00:00 3184 ნახვა

ამ წუთებში საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ შესულ განცხადებას განიხილავს. საუბარია პოეტ ზვიად რატიანის საქმეზე.

კერძოდ შსს-ს მიერ მიწოდებულ ვიდეო-მასალაზე, რომელიც პირველი არხის ეთერში, საინფორმაციო გამოშვება “მოამბეში” გავიდა.

20-ზე მეტი განმცხადებელი მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი, რაც სიზუსტეს გულისხმობს და მეათე პრინციპი, რაც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას ეხება. "ამ მასალის ჩვენებით საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დააკმაყოფილა არა საზოგადოების ინტერესი, მიეღო ზუსტი ინფორმაცია, არამედ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერესი - ზვიად რატიანი წარმოჩენილიყო უაღრესად დამამცირებელ ვითარებაში" - აღნიშნულია განცხადებაში.

გამოქვეყნებული ვიდეო სრული ჩანაწერის ფრაგმენტია. რაც ეთერში გასული მასალიდან არ ირკვევა და ამას არც პირველი არხი აზუსტებს. ამასთან არაა ნახსენები, რომ ვიდეო არა სამხრე კამერით, არამედ ტელეფონითაა გადაღებული.

სწორედ ამ ფაქტის გამო ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი აპირებს მიმართოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა დისციპლინური პასუხისმგებლობა დადგეს იმ პოლიციელების მიმართ რომლებიც უკანონოდ ახორციელებდნენ ვიდეო-გადაღებას.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი