საახალწლო კონცერტი ბულვარში

28 დეკემბერი 2017, 00:00 2833 ნახვა

საახალწლო სამზადისი ბათუმის ბულვარში. ზღვისპირა პარკში სადღესასწაულო დეკორაციები და განათებები დამონტაჟდა. კოლონადასთან ნაძვის ხე დაიდგა. სწორედ აქ გაიმართება ხვალ საახალწლო კონცერტი.

ღონისძიებაში ადგილობრივი ბენდები მიიღებენ მონაწილეობას. სპეციალურ პროგრამას შესთავაზებენ პატარებს. ბავშვებისთვის სხვადასხვა ტიპის აქტივობები იგეგმება. ბულვარის კოლონადასთან საახალწლო პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. კონცერტი ხვალ 18 საათზე დაიწყება. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში