ოპოზიცია ხაბაძის წარდგენილ კანდიდატებს ისევ იწუნებს

28 ივნისი 2016, 00:00 3743 ნახვა

დეპუტატების კიდევ ერთი ბრალდება აჭარის მთავრობის თავმჯდომარის წინააღმდეგ. ნაციონალური მოძრაობა არჩილ ხაბაძეს უსკოს თავმჯდომარისა და წევრების კანდიდატურების პოლიტიკური ნიშნით შერჩევაში ადანაშაულებს. რეგიონის პირველმა პირმა უმაღლეს საბჭოს უსკოს თავმჯდომარეობის ვაკანტურ პოზიციაზე პარმენ ჯალაღონია, ხოლო კომისიის წევრობაზე სოფიო კახაძე და მზიური შავაძე წარუდგინა. ნაციონალურ მოძრაობაში უსკოს თავმჯდომარის კანდიდატს - პარმენ ჯალაღონიას პროფესინალიზმს არ უწუნებენ, თუმცა მისი დამოუკიდებლობა აეჭვებეთ. ხოლო კომისიის ერთ-ერთი წევრის - სოფიო კახაძის პოლიტიკურ კუთვნილებაზე საუბრობენ და ქართული ოცნების აქტივისტად მიიჩნევენ. უსკოს თავმჯდომარეობისა და კომისიის წევრობის კანდიდატები კომისიებში განხილვა დაიწყო. ვადა კომისიებსა და ფრაქციებს ხუთშაბათამდე აქვთ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი