"ბათუმის დინამოს" გასხვისებაზე მერიაში ორი განაცხადია შესულია. კლუბის შესყიდვით დაინტერესებულია ორი ქართველი ბიზნესმენი. კლუბის დროულად გაყიდვას ელოდებიან და ითხოვენ საფეხბურთო კლუბის გულშემატკივრებიც.
ბათუმის მერი ლაშა კომახიძე საზოგადოებრივ მაუწყებელთან არ აკონკრეტებს, როდის მოხდება კლუბის გასხვისება.
,,ანგისის ბაზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია. მხოლოდ თარიღია ჩასანიშნი, რომ გაიხსნას და გავახაროთ გულშემატკივრები. რაც შეეხება ,,ბათუმის დინამოს“, ნამდვილად აქვს კერძო სექტორს ინტერესი. დღეისათვის გვაქვს რამდენიმე განაცხადი, თუმცა ეს განაცხადები შესწავლას საჭიროებს, რაც დროს მოითხოვს. ამიტომ, გარკვეულ პერიოდში შევძლებთ უფრო მეტი ინფორმაცია მოგაწოდოთ" - განაცხადა ლაშა კომახიძემ.