დატოვა თუ არა ბათუმის ''დინამოს'' დირექტორმა თანამდებობა

27 დეკემბერი 2017, 00:00 5323 ნახვა

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ბათუმის ''დინამოს'' დირექტორმა თანამდებობა დატოვა, ოთარ ფედიჩკინი არ ადასტურებს. ამბობს, რომ პოსტიდან არ წასულა. მისი განმარტებით, 31 დეკემბერს ხელშეკრულებას ვადა ეწურება.

ოთარ ფედიჩკინი კლუბს 2013 წლიდან ხელმძღვანელობს. მან აღნიშნულ პოსტზე სულხან გოგიბერიძე შეცვალა. 

ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ შპს-სა და აიპების ხელმძღვანელებს ხელშეკრულება ერთი წლის ვადით, მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე გაუფორმდათ. ვინ დარჩება თანამდებობაზე და ამ კუთხით რა ტიპის სიახლეები იგეგმება მომავალ წელს, თვითმმართველობაში ჯერ-ჯერობით არ აკონკრეტებენ.

პარალელურად ‘’ბათუმის დინამოს’’ გაყიდვის საკითხზე აქტიურად საუბრობენ. პრაქტიკულად ყველა მხარე - ქალაქის მერია, კლუბის ადმინისტრაცია და გულშემატკივრები აცხადებენ, რომ კლუბის კერძო ინვესტორისთვის გადაცემა აუცილებელი და სავალდებულოა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ბათუმის ''დინამოს'' შესყიდვით ორი ქართველი ბიზნესმენია დაინტერესებული. ერთ-ერთი  ბათუმელი არჩილ ბერიძე, მეორე კი საფინანსო ორგანიზაცია "ალიანს ჰოლდინგი" აღმასრულებელი დირექტორი აიეტ კუკავაა.

ამავე კატეგორიაში