ბათუმში ყინულის არენა და საცურაო აუზი აშენდება

27 დეკემბერი 2017, 00:00 4524 ნახვა

ბათუმში ყინულის ახალი არენა და საცურაო აუზი აშენდება. რამაზ ბოლქვაძის თქმით, დეტალებზე კონსულტაციები მიმდინარეობს.  ცნობილია, რომ ყინულის არენა განკუთვნილი უნდა იყოს სასწავლო-სავარჯიშო პროცესისა და სხვადასხვა დონის შეჯიბრებების ჩასატარებლად.

ასევე, ციგურებზე მასობრივი სრიალის, კულტურულ-სანახაობრივი და გასართობი ღონისძიებების, დღესასწაულების, კონცერტების და გამოფენებისთვის. საცურაო აუზი კი განკუთვნილი უნდა იყოს შეჯიბრებების ჩასატარებლად ცურვაში, წყალბურთში და მასობრივ ცურვაში.

პროექტის საერთო სავარაუდო ღირებულება 46 მილიონი  ლარია. მშენებლობა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 წელში უნდა დასრულდეს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი