სულ 127 პირი დააკავეს საპოლიციო კონტროლის შედეგად. 2 დღიანი რეიდის შედეგები შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგზე წარმოადგინეს. კონტროლის შედეგად 52 000-მდე ადამიანი გადამოწმდა. სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დააკავეს – 45 პირი , ასევე დაკავებულია სხვადასხვა დანაშაულისათვის ძებნილი 5 ადამიანი.
ცივი იარაღის ტარების ფაქტზე გამოვლენილია 96 პირი. ამოღებულია 1 კილოგრამზე მეტი ჰეროინი და სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები. ასევე ცეცხლსასროლი იარაღები, ხელყუმბარები, “,- განაცხადეს შსს-ში. დაკავებულია რამდენიმე ნარკორეალიზატორი, მათ შორის, ერთ-ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.