ტერორი ბიზნესზე?

12 აპრილი 2016, 00:00 6320 ნახვა

დეველოპერი  თემელ ლომაძე  არასამთავრობო ორგანიზაციებს ადანაშაულებს პროექტის განხორციელების ხელშეშლაში.  კერძოდ, საუბარია საინვესტიციო პროექტზე, რომელიც მან  ზუბალაშვილის ქუჩაზე ძეგლის სტატუსის მქონე სახლზე მოამზადა.  სააგენტოსგან ჯერ თანხმობა მიიღო, რამდენიმე დღეში კი უარი.  სასამართლო დავა დეველოპერის სასარგებლოდ დასრულდა და სააგენტოს პროექტის ხელახლა განხილვა დაევალა. უწყებამ განიხილა კიდეც, თუმცა ლომაძეს მეორედ უთხრა უარი.  ახლა დეველოპერი  ეჭვობს,  რომ ეს უარი სწორედ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა განაპირობეს,  მათ უკან კი,  მისივე მოსაზრებით,  ობიექტით დაინტერესებული  სხვა პირები დგანან. სიუჟეტი თემაზე, რომელიც გაზეთ “ბათუმელებში”  ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.  

ამავე კატეგორიაში