''კომფორტის შექმნაზე ორიენტირებული ბიუჯეტი'' - ოპოზიცია

21 დეკემბერი 2017, 00:00 2908 ნახვა

2018 წლის აჭარის რესპუბლიკურ ბიუჯეტს უმაღლესი საბჭოს დეპუტატები აფასებენ.

ოპოზიციიდან ერთდერთი დეპუტატი, რომელმაც მთავარ ფინანსურ დოკუმენტს მხარი დაუჭირა ''საქართველოს პატრიოტთა ალიანსის'' წევრი იყო. ზაზა ოქუაშვილის თქმით,  ბიუჯეტის პრიორიტეტებს კარგად იცნობს და განხილვებშიც მონაწილეობდა. ''ოპოზიცია იმისთვის არ მუშაობს, რომ ხელოვნური წინააღმდეგობები შემოიტანოს. მთავარია ყურადღება მივაქციოთ როგორ დაიხარჯება თანხები'' - ამბობს დეპუტატი. 

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრები კი აცხადებენ, რომ წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტი რეგიონის მოსახლეობის მოთხოვნებს ვერ პასუხობს, არ არის გათვალისწინებული სოციალური პრობლემების მოგვარება. ''მომავალი წლის ბიუჯეტი ორიენტირებულია მხოლოდ საჯარო მოხელეებისთვის კომფორტის შექმნაზე'' - ამბობენ ოპოზიციონერი დეპუტატები. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი