აჭარის უმაღლეს საბჭოში 2018 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტს განიხილავენ. სხდომას მხოლოდ ერთი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე ესწრება. მან დეპუტატებს მთავარი ფინანსური დოკუმენტის პარამეტრები უნდა გააცნოს.
პარტია ‘’ევროპული საქართველოს’’ წევრს აინტერესებს რატომ არ იმყოფებიან უმაღლეს საბჭოში სხვა მინისტრები.
პეტრე ზამბახიძეს, საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ უპასუხა. ‘’სხვა მინისტრები, რომ იყვნენ აქ ვერაფერს გააკეთებდნენ. ისევე ისხდებოდნენ, როგორც ბოლო რიგში აგერ სკოლის მოსწავლეები’’ - განაცხადა დავით გაბაიძემ. მისივე განმარტებით, მინისიტრებს დასმულ შეკითხვებზე პასუხის გაცემის საშუალება არ ექნებოდათ, დისკუსიაში ვერ ჩაერთვებოდნენ, რადგან ეს რეგლამენტით არ არის გათვალისწინებული არ არის.