სპორტი მთავარში

20 დეკემბერი 2017, 00:00 2739 ნახვა

ვინ იყიდის ბათუმის დინამოს? ეს კითხვა ბოლო დღეებში სულ უფრო აქტუალური ხდება. გავრცელებული ინფორმაციით ამ ეტაპზე კლუბის შეძენით ორი ქართველი ბიზნესმენია დაინეტერსებული.  საფინანსო ორგანიზაცია "ალიანს ჰოლდინგის" აღმასრულებელმა დირექტორმა აიეტ კუკავამ აჭარის მთავრობას საფეხბურთო კლუბის შესყიდვის მოთხოვნით უკვე მიმართა, მთავრობამ კი წერილი მერიაში გადააგზავნა. დაუდასტურებელი ინფორმაციით ბათუმის დინამოს შეძენის სურვილს ადგილობრივი ბიზნესმენი, სამშენებლო კომპანია "ლიმენ ჯის" მფლობელი არჩილ ბერიძეც გამოთქვამს, თუმცა განაცხადი, ოფიციალურად, მერიაში მას ჯერ არ შეუტანია. დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, ბათუმის დინამოში ახალ მთავარ მწვრთნელად, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ექს თავკაცის, გია გეგუჩაძის შესაძლო დანიშვნის შესახებ, აღნიშნული ფაქტი კლუბის მენეჯმენტის წარმომადგენლებმა პირად საუბარში დღეს არ დაადასტურეს.    

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით დღეს მსაჯთა აკადემია გაიხსნა, პროექტი ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და კურსის მონაწილეთათვის სრულიად უფასოა.  მსაჯის პროფესიის შესწავლის 500 მსურველიდან, გასაუბრების შედეგად, 20 დეკემბერს სწავლა 30-მა შერჩეულმა მონაწილემ დაიწყო. აღსანიშნავია, რომ მსაჯის პროფესიას 7 გოგონა დაეუფლება.გახსნის პროცესს უეფას მსაჯთა კომიტეტის წარმომადგენელი იაპ ულენბერგი და უეფას მსაჯთა განვითარების პანელის საქართველოს მიმართულების ხელმძღვანელი იორნ ლარსენი დაესწრნენ.  სწავლის დამთავრების შემდეგ კურსდამთავრებულებს სამსაჯო კარიერის დაწყების რეალური შანში მიეცამათ

ხელვაჩაურის სასპორტო სკოლაში დღეს დასრულდა აჭარის ჩემპიონატი მინი ფეხბურთში, რომელიც 2006 წელს დაბადებულ ბავშვებს შორის 7 დღის მანძილზე მიმდინარეობდა. ტურნირში რომელიც აჭარის ფეხბურთის ფედერაციის და სპორტისა და ახალგარზდობის საქმეთა დეპარტამენტის ერთობლივი ძალისხმევით ჩატარდა რეგიონის 10 გუნდმა მიიღო მონაწილეობა. 

რაგბში აჭარის ღია ჩემპიონატი დასრულდა რომელიც ორი თვის მანძილზე ქობულეთში მიმდინარეობდა. 5 გუნდიანი ჩემპიონატის პარალელურად ბავშვთა ფესტივალიც გაიმართა. აჭარის რაგბის კავშირი სამომავლოდ ფესტივალის მასშტაბების გაზრდას და საერთაშორისო დონეზე გატანას გეგმავს.  

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი