საერთაშორისო ახალგაზრდული ფორუმი

17 დეკემბერი 2017, 00:00 2991 ნახვა

"ევროპული გამოცდილება ახალგაზრდების განვითარებისთვის"- თემაზე საერთაშორისო ახალგაზრდული ფორუმი მიმდინარეობს. ქართველი და უცხოელი სტუდენტები სამოქალაქო საზოგადოების განვითარების, რეგიონში ახალგაზრდების გააქტიურებისა  და საგანმანათლებლო ინიციატივების შესახებ მსჯელობენ.

ფორუმში სტუდენტებთან ერთად ადგილობრივი სამთავრობო უწყებებისა და მე-3 სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ. 3 დღიანი ფორუმი აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით ტარდება. სტუდენტებს წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტებიც გააცნეს.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში