საჭადრაკო კლუბ ,, ნონას’’ მოჭადრაკე გოგოებსა და ბიჭებს შორის ტურნირი ჩატარდა. ტურნირი 11- დან 13 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში ოლიმპიური სისტემით მიმდინარეობდა.
თამაშში სულ 32 მოჭადრაკე მონაწილეობდა. ტურნირი ბათუმის რაიონული პროკურატურისა და აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით ,,,საზოგადოებრივი პროკურატურის’’ ფარგლებში გაიმართა.