ოპოზიციის თანხმობის გარეშე დამტკიცებული ცვლილებები

16 დეკემბერი 2017, 00:00 2186 ნახვა

საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციაში შესატანი ცვლილებების პროექტით კონსტიტუციის ახალი რედაქციიდან ე.წ. ბონუსის სისტემის ამოღება ხდება. ახალი ვერსიის თანახმად, გაუნაწილებელ საპარლამენტო მანდატებს თანმიმდევრობით უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიები მიიღებენ. მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა, პოლიტიკური პარტიების გარდა, საარჩევნო ბლოკებსაც ექნება.

იცვლება რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლებასთან დაკავშირებული მუხლი. ფართოვდება საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებები საარჩევნო ნორმებისა და არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით. პრეზიდენტს ”საარჩევნო კოლეგიის წევრები აირჩევენ. საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტი მესამე მოსმენით საგაზაფხულო სესიაზე დაამტკიცებს.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი