ხელვაჩაურში ქალ დეპუტატთა რაოდენობა გაიზარდა

12 დეკემბერი 2017, 00:00 3480 ნახვა

ხელვაჩაურის საკრებულოში ქალ დეპუტატთა რაოდენობა გაიზარდა. 3 დეპუტატ ქალს კიდევ ერთი კოლეგა შეემატა. წარმომადგენლობით ორგანოში გენდერული დისბალანსი მაინცაა, 26 დეპუტატიდან 22 მამაკაცია. ​საკრებულოს ახალი დეპუტატი, ​‘’ქართული ოცნების’’ სიის მეცხრე ნომერი, ხათუნა დიასამიძეა​, რომელმაც ზვიად ხალვაში ჩაანცვლა. მოქმედი დეპუტატი ხელვაჩაურის მერის პირველ მოადგილედ დაინიშნა.

ხელვაჩაურის საკრებულოში ‘’ქართული ოცნებიდან’’ გურანდა დოლიძე და ხათუნა დიასამიძე მოხვდნენ, აქედან ერთ-ერთი, გურანდა დოლიძე განათლების კომისიას ხელმძღვანელობს. ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან'' კი, მაჟორიტარი დეპუტატი ლეილა ცინცაძე და პროპორციული სიით შორენა ცინცაძეა.

აჭარაში ყველაზე მეტი ქალი 2017 წლის საკრებულოში ქობულეთის მუნიციპალიტეტს ყავს. სხვადასხვა პარტიებიდან ამ საკრებულოში 6 დეპუტატი ქალი მოხვდა. ყველაზე ნაკლები, ერთი დეპუტატი ქალი კი ქედაშია.

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი